რაც ნაკლები ეყოლება ამყოლი ამ ე.წ. ოთხ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რეალურად მეხუთე კოლონას, მით უფრო ნაკლები იქნება რადიკალური პროცესები საქართველოში - გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

რაც ნაკლები ეყოლება ამყოლი ამ ე.წ. ოთხ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რეალურად მეხუთე კოლონას, მით უფრო ნაკლები იქნება რადიკალური პროცესები საქართველოში, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

აღნიშნული განცხადებით იგი გამოეხმაურა ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პარტიის მოწოდებას მოქალაქეებისადმი - „მოითხოვეთ შრომის კოდექსით უზრუნველყოფილი ანაზღაურებადი შვებულება და თქვენი თავისუფალი დრო გამოიყენეთ საერთო, ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობაში“.

„ოთხივე ე.წ. პოლიტიკური ძალა წარმოადგენს და თვითონ აღიარებენ ამას, უცხოურ ძალას, რომელსაც ამერიკელმა ხალხმა უკვე გამოუტანა განაჩენი და დაასრულა ამერიკაში. შესაბამისად, ბოლო კუდს აქნევინებენ ახლა მათ წარმომადგენლებს საქართველოში. რაც ნაკლები ეყოლება ამყოლი ამ ე.წ. ოთხ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რეალურად მეხუთე კოლონას, მით უფრო ნაკლები იქნება რადიკალური პროცესები საქართველოში“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.