მოასწარით ეს ყველაფერი წლის ბოლომდე, თუ გინდათ 2025 წელი წარმატებული იყოს
1732088760
ოთხი წლის წინაც იგივე სიტუაცია იყო, ჯერ არ შემოდიოდნენ, შემდეგ ამბობდნენ, რომ ვინც შემოვიდოდა იქნებოდა პუფი და ბოლოს ისე შემოვიდნენ, გაცდენილი თვეების ანაზღაურებაზე საკანონმდებლო ცვლილებებს გვთხოვდნენ, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა რადიკალების მიერ საპარლამენტო მანდატების შესაძლოა დატოვებასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, რაც უფრო დაიცლება პოლიტიკური ველი ასეთი მარგინალური პოლიტიკური პარტიებისგან, მით უფრო მეტი შანსი იქნება, რომ მათ ადგილს დაიკავებენ მართლაც ისეთი ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც წინა პლანზე სახელმწიფო ინტერესები აქვთ დაყენებული.
„ჩვენ გვყავს იმდენად უპრინციპო რადიკალური ოპოზიცია, რომ მოულოდნელი ამათგან არაფერია, რამდენჯერ უთქვამთ ერთი და გაუკეთებიათ მეორე. ამის ჩამონათვალი რომ გავაკეთოთ, ძალიან შორს წაგვიყვანს, არც ერთი და არც ორი ეთერი ამ ყველაფრის აღწერას არ ეყოფა. ოთხი წლის წინაც იგივე სიტუაცია იყო. ჯერ არ შემოდიოდნენ, შემდეგ ამბობდნენ, ვინც შემოვიდოდა იქნებოდა პუფი და ბოლოს ისე შემოვიდნენ, გაცდენილი თვეების ანაზღაურებაზე საკანონმდებლო ცვლილებებს გვთხოვდნენ.
შემდეგ ისე აგრძელებდნენ, საერთოდ არ დადიოდნენ სხდომებზე, აპრიორი ბოიკოტს აცხადებდნენ იმისათვის, რომ ხელფასები აეღოთ და ხელფასებს მაინც იღებდნენ. ასეთი „ზნეობრივი სტანდარტის“ ოპოზიცია ჰყავს ჩვენს ქვეყანას. ამიტომ, მათგან ყველაფერია მოსალოდნელი. დღესაც ხომ მოატყუეს ჩვენი საზოგადოება, როდესაც აპრიორი დაიწყეს, რომ თითქოს რაღაცას მოაწერეს ხელი, ხსნიდნენ სიებს, როდესაც ამისი სამართლებრივი, პროცედურული საფუძველი არ არსებობდა. ამის საფუძველი შეიქმნება მხოლოდ 25 ნოემბრის შემდეგ და მერე დაწერონ თუ რამის დამწერები არიან ესენი.
ჩემი აზრით, რაც უფრო დაიცლება პოლიტიკური ველი ასეთი მარგინალური პოლიტიკური პარტიებიდან, მით უფრო მეტი შანსი იქნება, რომ მათ ადგილს დაიკავებენ მართლაც ისეთი ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც წინა პლანზე აქვთ სახელმწიფო ინტერესები დაყენებული და არა საკუთარი პატრონების და პირადი ინტერესები. შესაბამისად, ეს იქნება დემოკრატიული განვითარებისთვის უკეთესი სცენარი“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.