"1983 წლის 16 თებერვალი იდგა..." - 70-იანი წლების გახმაურებული ამბავი, რომელმაც თბილისი აალაპარაკა
1744061210
საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად. ის მოწოდებები, რომლებიც წინააღმდეგობაში მოვა ჩვენი საზოგადოების მოთხოვნებთან, არასდროს იქნება გაზიარებული, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.
იგი ამგვარად გამოეხმაურა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მემორანდუმს და მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებას მიმართ, გააუქმოს გამჭვირვალობის შესახებ და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონები.
„საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად ის მოწოდებები, რომლებიც წინააღმდეგობაში მოვა ჩვენი საზოგადოების მოთხოვნებთან არასდროს იქნება გაზიარებული. მით უმეტეს, როდესაც ეს ადამიანები, ბიუროკრატები ითხოვენ ისეთი კანონების გაუქმებას, რომლებსაც ფართო კონსენსუსი ჰქონდა ჩვენ საზოგადოებაში, მათ შორის „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთან დაცვის კანონის“ მიმართულებით ან გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. მათ არ აქვთ არგუმენტები. რა თქმა უნდა, ეს არის ის პოლიტიკური დღის წესრიგი, რაც ამ კონკრეტულ ბიუროკრატებს გააჩნიათ, მაგრამ ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის ვინაიდან არგუმენტი, როგორც აქამდე ვერ მოვისმინეთ, დღესაც არ გვესმის”, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
26 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში ევროკომისარი მაიკლ ო'ფლაჰერტი, აღნიშნავს, რომ „ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონი“ ქმნის ლგბტ ადამიანების მიმართ სამართლებრივი დისკრიმინაციის საფუძველს და შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან და მის პრაქტიკასთან. ევროკომისარი წერს, რომ კანონი სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა სტიგმატიზაციას იწვევს და ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს ეს კანონი.