რას ამბობს თქვენი დაბადების თარიღი თქვენს პიროვნებაზე
1755522525
მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ადამიანები ღამე რუსეთის ჰიმნის მოსმენით იძინებენ, რუსულ ესტრადაზე ცეკვავენ და მერე სხვას აბრალებენ პრორუსულობას, მაშინ როდესაც არანაირი არც პოლიტიკური და არც ადამიანური მორალი არ გააჩნიათ, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.
უმრავლესობის დეპუტატი IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი კლდიაშვილის ბიზნეს საქმიანობას გამოეხმაურა.
„სწორედ ამიტომაც არის, რომ ამ სპექტრს საერთოდ არ ენდობა ჩვენი საზოგადოება და ძალიან კარგად იცის ჩვენმა მოსახლეობამ, რომ მათი ინტერესი არის არა ჩვენი ქვეყანა, არამედ საკუთარი ჯიბის გასქელება და მათთვის რუსულ რუბლებს რა თქმა უნდა, სუნი არ გააჩნია“, - აცხადებს იონათამიშვილი.
„იმედინიუსის“ ინფორმაციით, IDFI-ის აღმასრულებელ დირექტორს გიორგი კლდიაშვილს ბიზნესი აქვს რუსეთის მოქალაქეებთან, გიორგი როჩიკაშვილთან და დავით სპარსიაშვილთან ერთად, კერძოდ, ამ პირებთან ერთად, კლდიაშვილი შპს „ქვევრების“ დაფუძნებელია და კომპანიის 32.32 პროცენტს ფოლობს, გიორგი როჩიკაშვილი 26.2 პროცენტს, ხოლო, დავით სპარსიაშვილი - 5.5 პროცენტს