„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1757609367
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილმა GORBI-ს ბოლო კვლევის შედეგები შეაფასა. ამ თემაზე მან „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
„ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა საქართველოში თვიდან თვემდე იზრდება და ეს ნიშნავს, რომ ქართველი ხალხისგან „ქართული ოცნებისადმი“ ნდობა იზრდება. ეს კონკრეტული მიზეზებით არის განპირობებული. ჩვენი საზოგადოება ძალიან სწორად ხედავს და აფასებს, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოში არის ერთადერთი ეროვნული და პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური გუნდი და ოჯახი. სწორედ ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ზრდის პროცესი შეუქცევადი იქნება, რასაც ჩვენი საზოგადოება 4 ოქტომბერს ძალიან კარგად დაინახავს.
ერთიან, მტკიცე და მრავალრიცხოვნობით განპირობებულ პასუხს გასცემს ჩვენი საზოგადოება ამ ქვეყნის ყველა შიდა და გარე მტერს, რათა არავის ჰქონდეს სურვილი, ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგას ან დაგეგმოს ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთა - ეკონომიკური კეთილდღეობა, სოციალური უსაფრთხოება, მშვიდობა და კეთილდღეობა. „ქართული ოცნება“ ყოველთვის იქნება ამ ყველაფრის განვითარების გარანტი ჩვენს ქვეყანაში, იმ ღირებულებისა და ფასეულობების დაცვით, რითაც დღევანდელ დღემდე მოიტანეს საქართველო ჩვენმა წინაპრებმა“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
GORBI-ის კითხვაზე, რომელ პარტიას უჭერთ მხარს ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა 65,9% -მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 10,7% მხარს უჭერს „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო“ - 10,4%, „გირჩი“ - 5,1 %.
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1757609367