მეცნიერებმა დაადგინეს, რატომ ნაოჭდება კანი დაბერებასთან ერთად
1755586380
IDFI-ის აღმასრულებელ დირექტორს გიორგი კლდიაშვილს ბიზნესი აქვს რუსეთის მოქალაქეებთან, გიორგი როჩიკაშვილთან და დავით სპარსიაშვილთან ერთად.
IDFI-ის ხელმძღვანელი „პრაიმტაიმთან“ ადასტურებს, რომ სასტუმრო „ქვევრებში“ მასთან ერთად წილს ფლობენ რუსეთის და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები. კლდიაშვილი ასევე ამბობს, რომ 2020 წელს „აწარმოე საქართველოდან“ მიიღო გრანტი, თუმცა თანხა გადასახადების სახით ბიუჯეტში უკვე დააბრუნა.
„ორმაგი მოქალაქეობა აქვს და მე ბიზნესურთიერთობა მაქვს ქართველს ქართველებთან და საქართველოს მოქალაქეებთან. 2020 წელს „აწარმოე საქართველოს“ სუბსიდირებული სესხი საქართველოს ბანკიდან და რა თანხაც ავიღე, იმაზე მეტი უკვე ამ სასტუმროს დაბრუნებული აქვს გადასახადების სახით ბიუჯეტში. მე ხალხმა მომცა ის ფული და ბიუჯეტში დავაბრუნე. არ მეკუთვნოდა, არასწორად ავიღე?“,- ამბობს კლდიაშვილი.
კლდიაშვილი შპს „ქვევრების“ დაფუძნებელია და კომპანიის 32.32 პროცენტს ფოლობს, გიორგი როჩიკაშვილი 26.2 პროცენტს, ხოლო, დავით სპარსიაშვილი - 5.5 პროცენტს.