„ეს ჯანმრთელობის რისკის ფასად მირთმეული პროდუქტია” – რომელ პროდუქტებზე გვაფრთხილებს მარი მალაზონია
1732272216
ის პროცესი, რომელიც ახლა მიდის, რომ რაღაც ფორმით საფრთხე შეუქმნან ქვეყნის მიღწევებს, რაზეც სახელმწიფომ ამდენი წელი იმუშავა და ხელისუფლების დისკრედიტაცია მოახდინონ, ჩემთვის მოულოდნელი არ არის, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მახაშვილმა. ის გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისადმი ოპოზიციის მიერ საიდუმლოდ გაგზავნილ წერილს.
„რა თქმა უნდა ეს ის საქმიანობა არ არის, რომელსაც პატრიოტი პოლიტიკური პარტიები უნდა აკეთებდნენ“, - აღნიშნა მახაშვილმა.
ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ - „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა“, „ლელომ“ და „გახარია - საქართველოსთვის“, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმართეს წერილით, რომლითაც საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობების შეჩერება და ახლად არჩეული პარლამენტის არალეგიტიმურად გამოცხადება მოითხოვეს.