ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს ხვალ და ყველამ დაინახოს სინამდვილეში ჩვენი საზოგადოება და ერი სად დგას, რას უჭერს მხარს, რა ღირებულებებს და პრინციპებს იცავს - რატი იონათამიშვილი

რატი იონათამიშვილი

ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს ხვალ და ყველამ დაინახოს სინამდვილეში ჩვენი საზოგადოება და ერი სად დგას, რას უჭერს მხარს, რა ღირებულებებს და პრინციპებს იცავს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა.

„ეს არის ის, რაზეც დგას ჩვენი ქვეყანა, მისი სუვერენიტეტი და თავისუფლება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ზღვა ხალხი, რომელიც ხვალ მხარს დაუჭერს არა მხოლოდ ქართულ ოცნებას, არამედ პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ეროვნულ ფასეულობებს, ძალიან ძლიერ გზავნილს გააჟღერებს სინამდვილეში“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება ხვალ, თავისუფლების მოედანზე 19:00 საათზე დაიწყება.