ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის
1756723020
თბილისის მერიის ინიციატივით, 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდები „ევროპული ახალგაზრდული ბარათით“ ისარგებლებენ.
პროგრამაში ჩართვა, რომელიც ევროპის 40 ქვეყანაში 25 000-ზე მეტ ფასდაკლებასა და 9.3 მილიონ ახალგაზრდას აერთიანებს, მიმდინარე წლის შემოდგომიდან იქნება შესაძლებელი.
„ევროპული ახალგაზრდული ბარათის“ პრეზენტაცია დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გამართა. მანვე „საქართველოს ბანკის“ გენერალურ დირექტორთან, არჩილ გაჩეჩილაძესთან ერთად შესაბამის მემორანდუმს ხელი მოაწერა.
თბილისის მერთან ერთად, საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა, ირაკლი გვილავამ მიაწოდა.
როგორც მან აღნიშნა, „ევროპის ახალგაზრდული ბარათი“ 1986 წლიდან მოქმედებს და იმართება ევროპული ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის მიერ, რომელიც ბრიუსელში დაფუძნებულ არაკომერციულ საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენს.
„ასოციაცია მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან და ევროპის საბჭოსთან. მას ორმოცივე ქვეყანაში ჰყავს პარტნიორები, რომლებიც ახორციელებენ აღნიშნული ბარათის გავრცელებას და მართვას ექსკლუზიური უფლებით. ახალგაზრდული ბარათის მართვისთვის მუნიციპალიტეტს გააჩნია მუნიციპალური ორგანიზაცია „სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი“, რომელიც განახორციელებს მის მართვას ჩვენს ქვეყანაში.
ისინი, ვინც უკვე სარგებლობენ საბანკო პროდუქტებით, ვისაც უკვე აქვს ციფრული საბანკო ბარათი, პარალელურად ადვილად შეძლებენ ისარგებლონ ევროპული ახალგაზრდული ბარათის ფასდაკლებებით, ბენეფიტებით და სიკეთეებით. პროგრამაში მონაწილეობისთვის მთავარია მოქალაქეებს ჰქონდეთ ინიციატივა და სურვილი. აღნიშნული ბარათების გაცემას დავიწყებთ მიმდინარე წლის შემოდგომიდან, „საქართველოს ბანკთან“ ერთად. გარდა ამისა, ევროპელი ვიზიტორები შეძლებენ, ისარგებლონ ფასდაკლებებით საქართველოში, ხოლო ქართველი ახალგაზრდები ფასდაკლებებს მიიღებენ ევროპაში“, - განაცხადა ირაკლი გვილავამ.