ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090
"ქართული ოცნებისა" და უნგრეთის მმართველი პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. გამართა შეხვედრები ორგანიზაციის თავმჯდომარესთან და პარტიის სხვა წევრებთან. შეხვედრები 19 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
"ჩვენ შევთავაზეთ, რომ გაგვეკეთებინა მემორანდუმი, რომელიც იქნება სექტორული თანამშრომლობის და ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას, რომ ჩაერთონ სხვადასხვა საინტერესო პროექტში. გვიხარია, რომ ქვეყნებს შორის მეგობრობა, პარტიებს შორის თანამშრომლობა ახლა უკვე გრძელდება პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობით,“ - განაცხადა ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე.