„ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის ფარგლებში თელავში მოსახლეობასთან შეხვედრა მიმდინარეობს

ოცნება

თელავში ბიძინა ივანიშვილს ელოდებიან. „ქართული ოცნების"სიის პირველი ნომერი დღეს, კახელ ამომრჩეველს სიტყვით მიმართავს.ამ წუთისათვის, ქართული ოცნების მხარდამჭერები, რეგიონის სხავადასხვა მუნიციპალიტეტებიდან, თელავის ცენტრში, ერეკლე მეორეს სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან.თელავში უკვე იმყოფებიან საქართველოს პარლამენტის წევრები.ამომრჩეველთან მიმართვის შემდეგ, წინასაარჩევნო შეხვედრა კონცერტით დასრულდება.