„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები ზესტაფონსა და ხობში მიმდინარეობს

კონცერტი

მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ, - „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები ამჯერად ზესტაფონსა და ხობში იმართება.

ზესტაფონში „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად ჯგუფები - „ურსა“, „ალილო“, ასევე სოფო ხალვაში და დათუნა სირბილაძე გაერთიანდნენ. ზესტაფონში წვიმის მიუხედავად, მმართველი პარტიის პოლიტიკის მხარდასაჭერად საკმაოდ ბევრი ადამიანი შეიკრიბა.

ღონისძიება მიმდინარეობს ხობშიც, სადაც საზოგადოების წინაშე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და სამშვიდობო გზავნილებით „ქუჩის მუსიკოსები, „ქუჩის ბიჭები“ და თამუნა ამონაშვილი წარდგნენ.