1756145280
"ქართული ოცნების" ჩოხატაურის მერობის კანდიდატი მინდია ჟღერია: გაკეთებული საქმეების გარდა, გვრჩება გამოწვევები და ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად

"ქართული ოცნების" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი და მერის მოქმედი მოადგილე, მინდია ჟღერია, წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს.
მერობის კანდიდატის განცხადებით, მუნიციპალიტეტში ბევრი პრობლემა აღმოიფხვრა, ბევრ სოფელში მოეწყო ცენტრალური და შიდა გზები, სპორტული ინფრასტრუქტურა და საბავშვო სივრცეები, თუმცა, კვლავ რჩება პრობლემები, რომელთა აღმოსაფხვრელად აქტიურ მუშაობას აპირებს.
"ძალიან ბევრი გამოწვევა იყო ამ პერიოდის განმავლობაში. მოგეხსენებათ, ბევრ სოფელს არ ჰქონდა მოწესრიგებული მისასვლელი გზა, არ ჰქონდა სპორტული ინფრასტრუქტურა. ძალიან ბევრ სოფელში მოეწყო შიდა და ცენტრალური გზები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი, რაც ჩოხატაურში განხორციელდა, იყო ხელოვნების სასახლის მშენებლობა. აღმშენებლობის და გაკეთებული საქმეების გარდა, კიდევ გვრჩება ბევრი გამოწვევა, ეს შეეხება სასმელი წყლით მომარაგებას, ასევე არის რამდენიმე სოფელი დარჩენილი, სადაც შიდა გზების პრობლემებია და ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად." - განაცხადა მინდია ჟღერიამ.