"ქართული ოცნების" ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

bolnisi

"ქართული ოცნების" ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ზამურ ჭითანავა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამჯერად, აკაურთის თემის მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად, კიდევ რამდენიმე სოფლის მცხოვრებლებს შეხვდა.

საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსა და ადგილობრივების საჭიროებებს. მერობის კანდიდატი 4 ოქტომბერს გამარჯვებაში დარწმუნებულია.

"წინასაარჩევნო შეხვედრა ძალიან ნაყოფიერად მიმდინარეობს. ვისმენთ მოსახლეობის პრობლემებს, ასევე ვსაუბრობთ ჩვენს სამომავლო გეგმებზე", - აცხადებს ზამურ ჭითანავა.