„რომ არა ისინი, ყველანი დავიღუპებოდით...“ - გადარჩენილი მგზავრი ავიაკატასტროფის დეტალებს იხსენებს
1735132964
პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, პრეზიდენტის ქარტიას არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან და საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ეს არის ფუჭი დოკუმენტი.
ბითაძის თქმით, ამ დოკუმენტს არანაირი ძალა არ აქვს და არღვევს კონსტიტუციის პრინციპებს.
„ტექნიკურ მთავრობაზე საუბარი ხომ საერთოდ აბსურდია. ამ დოკუმენტს აქვს ერთადერთი მიზანი – ამომრჩეველზე რამენაირად ემოციური ზეგავლენა მოახდინონ, თუმცა ამომრჩეველი კარგად ხედავს, რომ ამ ქვეყნის რეპუტაციის შელახვა სურთ. არის მცდელობა, მოსახლეობა დაარწმუნონ, რომ მათ საკუთარი პოზიცია არ აქვთ და ვიღაცამ უცხოეთში უფრო კარგად იცის, ამ ქვეყანას რა უნდა“, – განაცხადა მაია ბითაძემ.