გადაწყვეტილება მიღებულია! - ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა
1752054234
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის წევრები გასვლითი შეხვედრების ფარგლებში, ახალციხის უნივერსიტეტს ესტუმრნენ და ეკოლოგიის და საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის და ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ გარემოსდაცვითი მმართველობის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ლექცია წაიკითხა. ლექციის ერთ-ერთ მთავარ თემას კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის კანონმდებლობის ფორმირება და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული კანონების აღსრულების საკითხი წარმოადგენდა.
მაია ბითაძის განცხადებით, დღეს საქართველო მონაწილეა ყველა იმ საერთაშორისო სამართლებრივი ხელშეკრულების, მათ შორის კონვენციის, ოქმის თუ პაქტის, რომლებიც გარემოსდაცვით სფეროში მსოფლიო მასშტაბით არსებობს. გარდა ამისა, ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებით, 2014 წელს საქართველოს დამატებითი ვალდებულებები დაეკისრა იმ დირექტივების ჰარმონიზაციით, რომლებიც თავისი შინაარსით საერთაშორისო ხელშეკრულებების იდენტურია.
„სტუდენტებთან შეხვედრაზე ყველა იმ რეფორმაზე ვიმსჯელეთ, რომელიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებით მიმდინარეობს. სტუდენტებმა ადგილობრივ მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე მოსაზრებები წარმოადგინეს და საკუთარი ხედვა გაგვაცნეს. უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდა თაობას ზუსტად ესმის გარემოს დაცვის არსი და ბუნებრივი რესურსების სწორად მართვის მნიშვნელობა“, - განაცხადა მაია ბითაძემ.