მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
პროტესტის მე-11 ღამემ თბილისის მთავარ გამზირზე მშვიდობიანად ჩაიარა. დემონსტრანტები ძირითადად პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის თეატრისა და ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე იყვნენ შეკრებილი.
საკუთარ პოზიციას ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან აღმართულ რკინის ჯებირებზე ქვებითა და სხვადასხვა საგნებით ბრახუნით გამოხატავდნენ.
შეკრებილებმა გამოიყენეს რამდენიმე ერთეული პიროტექნიკა, დემონსტრანტებმა ადგილზე მიიტანეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის ფიტული და მას ცეცხლი წაუკიდეს, ახლად დადგმულ ნაძვის ხის კონსტრუქციაზე კი აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშებთან ერთად აქციების დროს დაშავებული და ნაცემის ადამიანების ფოტოები დაკიდეს.
ამ ქმედების პარალელურად, თბილისის მერიამ დემონსტრანტები გააფრთხილა, რომ არ მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ ასულიყვნენ ნაძვის ხის კონსტრუქციაზე, რადგან კონსტრუქციის მონტაჟი საბოლოოდ დასრულებული არ არის.