1746733863
პრეზიდენტმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 33 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 33 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეწყალებულ პირებს სასჯელაღსრულების დაწესებულებების დატოვების შემდეგ, შესაძლებლობა ექნებათ, დაუბრუნდნენ ოჯახებს და კვლავ იქცნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად.