1734966700
პრეზიდენტი ამ ჰუმანური აქტის წინააღმდეგაც წავიდა და არ არის გამორიცხული ვეტო დაადოს - ანრი ოხანაშვილი ამნისტიის კანონზე
სალომე ზურაბიშვილის მხრიდან გაჭიანურებულ პროცესს აფასებენ პოლიტიკოსები. პარტიაში "გახარია საქართველოსთვის" დარწმუნებულები არიან, რომ ზურაბიშვილი კანონით დადგენილ ვადებში გამოიტანს გადაწყვეტილებას.
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ პრეზიდენტი ჰუმანური აქტის საწინააღმდეგოდ წავიდა და არ გამორიცხავენ, რომ ამ აქტს ვეტოც კი დაადოს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” სიის მეცამეტე ნომერი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ მიღებული ამნისტია დაბალანსებულია.
"ჩვენ მივიღეთ დაბალანსებული ამნისტია, რომ უზრუნველყოფილიყო ერთი მხრივ კრიმინალის შეკავება, მეორე მხრივ კი ის ხალხი, ვისი რესოციალიზაცია შესაძლებელია, დაბრუნებულიყო ოჯახში, თუმცა პრეზიდენტი ამ ჰუმანური აქტის წინააღმდეგაც წავიდა და არ არის გამორიცხული ვეტო დაადოს ამ აქტს. ჩვენ ყოველ ჯერზე მის ამ დესტრუქციას წერტილს ვუსვამთ ხოლმე და ვეტოს დადების შემთხვევაშიც, ამ ვეტოს მალევე დავძლევთ,"- აცხადებს ოხანაშვილი.