„ბაჩოს მოკიდებენ ხელს და ვიტყვი ვინც არის წყარო „ნაცმოძრაობიდან“...“ - ანი ნადარეიშვილი
1757696670
სამცხე-ჯავახეთში რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გვქონდა, გაიხსნა ბორჯომის ქარხანა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაური ბორჯომის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც გაეცნო, ასევე დაათვალიერა ახალციხის მულტიფუნქციური სპორტული ცენტრი.
„დღეს სამცხე-ჯავახეთში რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გვქონდა. როგორც მოგეხსენებათ, დღეს გაიხსნა ბორჯომის ქარხანა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც ბუნებრივია, ხელს შეუწყობს ბორჯომის მინერალური წყლის წარმოების გაფართოებას, ექსპორტის გაფართოებას. პროექტი არის ნამდვილად შთამბეჭდავი. ასევე დღეს ვიყავით ბორჯომში, სადაც მოვინახულეთ ბორჯომის პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები, ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება და გავეცანით უშუალოდ პროექტის მიმდინარეობას.
ახალციხეში ვესტუმრეთ მულტიფუნქციურ სპორტულ ცენტრს, რომელიც პრაქტიკულად უკვე დასრულებული პროექტია და უახლოეს მომავალში ეს ცენტრი მიიღებს ახალციხელებს. ეს ცენტრი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენ წავახალისოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, სპორტის განვითარება, ასეთი პროექტები ბევრი უნდა განხორციელდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.