რა უნდა გააკეთოთ ხვალ, 20 მარტს, გაზაფხულის ბუნიობის დღეს, რომ სურვილები აგისრულდეთ
1742403708
ერთადერთი ქვეყანა შეიძლება ვიყოთ, სადაც 300 კაცით შეიძლება გადაკეტო ცენტრალური გამზირი და ასევე ერთადერთი ქვეყანა, სადაც შეგიძლია, ნებისმიერმა აგენტმა გაარტყას ხელი პოლიციელს და იქ პატიმრობაც არ უნდა იყოს შეფარდებული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.
პრემიერის თქმით, საქართველოს შესაძლოა, ვიღაც უყურებდეს, როგორც დაბალ ღობეს, მაგრამ ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ეს არის დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა.
„უცხოელი აგენტების და მათი პატრონების გარდა არავინ აპროტესტებს ამ ფაქტს. რატომ არის განსაკუთრებული აქცენტი, ასეთი მძაფრი რეაქცია ამ შემთხვევაზე - მათთვის მთავარი ამოცანა მთელი ამ წლების განმავლობაში იყო სამართალდამცავი სტრუქტურების დასუსტება, დაკნინება, ჩამოშლა და ა.შ. მათთვის ეს არის რაღაც გარდამტეხი მოვლენა. აქ თუ მიაღწევდნენ წარმატებას სახელმწიფოს წინააღმდეგ, შემდეგ გაგრძელდებოდა ჯაჭვისებურად ეს პროცესი. ნებისმიერმა აგენტმა შეიძლება სახეში გაარტყას პოლიციის უფროსს და ეს ჩვეულებრივად უნდა გაატარო. დადასტურებულია და ფაქტია, რომ ადამიანი სახეში ხელს ურტყამს პოლიციის უფროსს. სცადეთ, ბერლინში პოლიციის უფროსს გაარტყით ხელი, თუ ვინმე გაკმარებთ მცირე სასჯელს და თუ არ მოგიწევთ პატიმრობაში სისხლის სამართლებრივი მუხლით წასვლა. ერთადერთი ქვეყანა შეიძლება ვიყოთ, სადაც 300 კაცით შეიძლება გადაკეტო ცენტრალური გამზირი და მეორე ერთადერთი ქვეყანა, სადაც შეგიძლია, ნებისმიერმა აგენტმა გაარტყას ხელი პოლიციელს და იქ პატიმრობაც არ უნდა იყოს შეფარდებული. სამარცხვინოა ეს ყველაფერი. შეიძლება პატარა ქვეყანა ვიყოთ და ვიღაც გვიყურებდეს, როგორც დაბალ ღობეს, მაგრამ ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ეს არის დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, რომელსაც აქვს უფლება კანონის უზენაესობასა და სამართლის უზენაესობაზე, ზუსტად ისევე, როგორც გერმანიის, საფრანგეთისა და აშშ-ის სახელმწიფოებს. წავიდეს საიას წარმომადგენელი, გაარტყას ხელი ბერლინში პოლიციის უფროსს და დაიჭერენ თუ არა, ვნახოთ. როცა ხარ საია, უკვე შენ არ მოგეთხოვება არანაირი პასუხი არც სამართალზე, არც არაფერზე, იმიტომ, რომ რასაც ჩაგიკაკუნებენ პატრონები, როცა ხარ უცხოელი აგენტი, იმას აკეთებ. რაც დაადასტურა პირდაპირ ტრამპის ადმინისტრაციამ, როცა პირდაპირ თქვა, რომ აგენტურის რეკრუტირებაში იხარჯებოდა USAID-ის და NED-ის ფული. 1400 მარტო ე.წ. ჟურნალისტი ეჯდათ ხელფასზე USAID-ს და NED-ს. მათ აქვთ დავალება, რომ როგორმე ხელი შეუწყონ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას ხელისუფლებაში ,მაგრამ ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას ვერც 1400 და ვერც 4000 კაცი ვერ გადაფარავს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.