პოლიტიკურ დევნაზე ყოველგვარი სპეკულაცია საფუძველს არის მოკლებული, ეს არის კონსტიტუციური პროცესი, რომელიც არაერთმა სახელმწიფომ გაიარა - ლევან მახაშვილი

ლევან მახაშვილი

პოლიტიკურ დევნაზე ყოველგვარი სპეკულაცია საფუძველს არის მოკლებული, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის კონსტიტუციური პროცესი, რომელიც არაერთმა სახელმწიფომ გაიარა.

„დევნაზე საუბარი მაშინ შეიძლება ყოფილიყო, თუ სასამართლოს გვერდის ავლით დავიწყებდით კონკრეტული პოლიტიკური პარტიების დაშლას. ჩვენ ეს გზა არ ავირჩიეთ და, პირიქით, გავყევით სამართლებრივ პროცესს. ამიტომ, ყოველგვარი სპეკულაცია პოლიტიკურ დევნაზე საფუძველს მოკლებულია. ეს არის კონსტიტუციური პროცესი, რომელიც არაერთმა სახელმწიფომ გაიარა და თუ ვინმეს რაიმე არგუმენტი აქვს, საკონსტიტუციო სასამართლოში შესაძლებლობა ექნებათ, ეს არგუმენტები წარმოადგინონ. ყველაფერი დანარჩენი პასუხისმგებლობიდან გაქცევაა, როცა არგუმენტი არ აქვთ თავიანთი ქცევის გამართლების. ამ დროს ტრადიციულ განცხადებებს ვისმენთ, პოლიტიკური დევნის თაობაზე“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.