დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, პარლამენტის პირველი ხდომა 25 ნოემბერს ჩატარდება და იქნება როგორც პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა, ასევე შესაბამისი პროცედურებიც ჩატარდება.
მისი განმარტებით, ოპოზიცია მანდატებთან დაკავშირებით განცხადებას არ დაწერს, რაც კიდევ ერთელ მოახდენს მათ ლუსტრაციას.
"როცა შეგაქვს ნორმების გასაჩივრება კონსტიტუციასთან, ამ შემთხვევაში პირველი სხდომა არაფერ შუაში არ არის, ჩაინიშნება თუ არ ჩაინიშნება. ერთადერთი, რასაც ითვალისწინებს კონსტიტუცია პირველ სხდომამდე, რასაც უნდა დაელოდოს პირველი სხდომა, ეს არის ცესკოს შემაჯამებელი ოქმი. შესაბამისად, პროცედურები უკვე გადმოვა პარლამენტში და პირველ სხდომაზე იქნება უფლებამოსილების დადგენილება.
პირველი სხდომა ჩატარდება 25 ნოემბერს, იქნება პროცედურები, თავმჯდომარის არჩევა, კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევა და ა.შ. იქნება უფლებამოსილების ცნობაც. რაც შეეხება იმას, განცხადება დაწერს თუ არა ოპოზიცია, ამას ჩვენ ყველანი ერთად ვნახავთ. ჩემი მოლოდინია, რომ, რა თქმა უნდა, 61 პარლამენტის წევრი ოპოზიციიდან არ დაწერს ამ განცხადებას და აქედან გამომდინარე, ისინი კიდევ ერთხელ გაცხადდებიან, როგორც მათივე ამომრჩევლის "გადამგდებები", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.