პარლამენტთან რადიკალური ოპოზიციის აქცია იმართება

აქცია

საქართველოს პარლამენტთან სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებული აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. რადიკალური ოპოზიციის ორგანიზებული აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.

აქციაზე სალომე ზურაბიშვილი უკვე მივიდა. ის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ამბობს, რომ ქვეყნის წინააღმდეგ რუსული სპეცოპერაცია განხორციელდა.