პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

პარლამენტთან აქცია

საქართველოს პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ადგილიდან პოლიციამ რამდენიმე პირი გაიყვანა, თუმცა მოხდა თუ არა მათი დაკავება, ამ დროისთვის უცნობია.

მანამდე, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც დაპირისპირება მოხდა.

რუსთაველის გამზირზე სოლიდარობის აქცია დაახლოებით 12:00 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეები გუშინ აქციაზე ორი პირის დაკავებას აპროტესტებენ. მათი თქმით, დაკავებულები სამართალდამცველებს აღდგომას ულოცავდნენ, რაც, აქციის მონაწილეების თქმით, დაკავების მიზეზი გახდა.