სინოპტიკოსების საგანგებო გაფრთხილება- ამინდი მკვეთრად იცვლება
1731672775
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ "პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია, მას სჭირდება სახალხო ლეგიტიმაცია, რომელიც უკვე მიიღო", ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ პარლამენტში მათი საქმიანობა მნიშვნელოვანია და საკანონმდებლო ორგანო სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებით უნდა იყოს დაკომპლექტებული.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ ქართველ ხალხს მხოლოდ "ქართული ოცნება" არ აურჩევია.
"სინამდვილეში, "ოცნებას" ძალიან აღელვებს ლეგიტიმაციის საკითხი. პარლამენტი არ არის მარტო "ოცნების" პარლამენტი, იმიტომ, რომ ხალხს მხოლოდ ოცნება არ აურჩევია. ამ ხალხმა აირჩია პარტია "გახარია საქართველოსთვის", ასევე - სხვა ოპოზიციური პარტიები. ამიტომ, პარლამენტს რომ ჰქონდეს სრული ლეგიტიმაცია, იქ უნდა იყოს ოპოზიციაც", - ამბობს ნათია მეზვრიშვილი.