„ვისაც შესაძლებლობა გექნებათ, გთხოვთ, შემოგვიერთდით...“ - რას წერს ვანო მაჭავარიანი
1735251354
პარლამენტმა მესამე მოსმენით, 83 ხმით „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო.
პარლამენტის პრესსამსახრის ინფორმაციით, კანონპროექტი ითვალისწინებს ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მოწესრიგებას, ნორმების დახვეწას, ავტოსადგურების სერტიფიცირებას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ და ასევე, ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას.
ცვლილებების მიღების ძირითადი მიზეზია საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის სფეროში და სამგზავრო ავტოსადგურებში არსებული მდგომარეობა.