რა არ უნდა გავაკეთოთ წითელ პარასკევს
1744919150
პარლამენტის წევრის, პაატა სალიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს პარლამენტმა 82 ხმით მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
„საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პაატა სალია იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა.
საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პაატა სალიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.