პარლამენტის წევრები უნგრეთის მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შეხვდნენ

პარლამენტის წევრები უნგრეთის მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შეხვდნენ

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე უნგრეთის მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის (Fidelitas) დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ისაუბრეს.

აღინიშნა, რომ უნგრეთსა და საქართველოს საერთო მიზნები და ხედვები აქვთ.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს. საუბარი შეეხო არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას და უსაფრთხოების გამოწვევებს.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროინტეგრაციაზე და ამ კუთხით უნგრეთის საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

სტუმრებმა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია ვიზიტად უნგრეთში მიიწვიეს, სადაც ოჯახის გაძლიერების კუთხით განხორციელებულ რეფორმებს გაეცნობიან.