პარლამენტი უზრუნველყოფს შესაბამის კომპანიასთან ხელშეკრულების დადებას, რათა მოხდეს ფასწარმოქმნის ჯაჭვის პროფესიული ანალიზი - შალვა პაპუაშვილი

 შალვა პაპუაშვილი

 პარლამენტი უზრუნველყოფს შესაბამის კომპანიასთან ხელშეკრულების დადებას, რათა მოხდეს ფასწარმოქმნის ჯაჭვის და იმ სტრუქტურების პროფესიული ანალიზი, რომელიც ჩართულია ფასების ჩამოყალიბებაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე პარლამენტს სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ მიმართა.

„არსებობს საერთაშორისო ფირმები, რომლებიც საქართველოში მოქმედებენ, რომელთა სპეციალიზაციაა, შეისწავლონ სხვადასხვა პროცესი კომპანიაში, მათ შორის ფასის წარმოქმნა და ამაზე კვალიფიციური დასკვნა დადონ. დასკვნა კომისიას დაეხმარება მათი პროფესიული, ექსპერტული მოსაზრებებით. ჩვენ შესაბამისს ორგანიზაციას მოვიძიებთ, რომლებიც კომისიას დაეხმარებიან. ყველა ნახავს, რომ ეს პოლიტიკური პროცესი არ არის და პარლამენტი დაეყრდნობა არა პოლიტიკურ მოსაზრებებს, არამედ პროფესიულ მოსაზრებებ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.