"ბოლო დაბადების დღე და აუხდენლად დარჩენილი სურვილი..." - ზურა ბაკურაძე 46 წლის გახდებოდა
1734968444
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, პარლამენტი მაქსიმალურად ხელს შეუწყობს მთავრობას, რათა მოსახლეობისთვის წინასაარჩევნო პროგრამით წარდგენილი ამბიციური მიზნები განახორციელოს.
„ჩვენი პრიორიტეტია, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება, საგარეო ურთიერთობების განვითარება. პარლამენტი ამ ოთხი წლის განმავლობაში მაქსიმალურად ხელს შეუწყობს, რომ 2028 წლისთვის მთავრობამ ის ამბიციური მიზნები, რაც განვაცხადეთ და წარვუდგინეთ ჩვენს მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამაში, იყოს მიღწეული“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
პარლამენტში პრემიერობის კანდიდატს განახლებულ გუნდთან ერთად ელიან. საკანონმდებლო ორგანო დღეს მთავრობას და სამთავრობო პროგრამას, სახელწოდებით - „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ ნდობას გამოუცხადებს.