1745299467
პარლამენტი დღეს საკანონმდებლო ცვლილების დაინიცირების შესახებ იმსჯელებს, რომლის მიხედვითაც უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სწავლება სავალდებულო გახდება

პარლამენტი დღეს საკანონმდებლო ცვლილების დაინიცირების შესახებ იმსჯელებს, რომლის მიხედვითაც უმაღლეს სასწავლებლებში, კერძოდ, ბაკალავრიატის საწყის საფეხურზე ქართული ენის სწავლება სავალდებულო გახდება.
აღნიშნული მეთოდი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2005 წელს გააუქმა, რაც მმართველი გუნდის შეფასებით საქართველოსა და ქართული იდენტობის წინააღმდეგ მიზანმიმართული შეტევაა. მათივე თქმით, ეს საკანონმდებლო ცვლილება ხელს შეუწყობს ქართული ენის პოპულარიზაციას და სტუდენტებს საშუალებას მისცემს, ქართულ ენასა და ლიტერატურას საფუძვლიანად დაეუფლონ.