"სექსუალურ კავშირს ჩვენს თვალწინ ამყარებდნენ... " - ძალადობის მსხვერპლი ბიჭის შემზარავი ამბავი
1747806141
რას გეგმავს ოპოზიცია 26-ს მაისს? - თარიღის მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციური პარტიების ლიდერები, რომლებმაც შეკრება დააანონსეს და ამ საკითხზე კონსულტაციებს სალომე ზურაბიშვილთან გადიან, საკუთარ გეგმებზე საჯაროდ საუბრობენ.
26 მაისზე ამჯერად გედევან ფოფხაძემ ილაპარაკა. ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრმა ახსენა პროცესების რადიკალიზაცია, შენობების პიკეტირება, მსხვერპლი და ტყვიები.
"აბსოლუტურად შესაძლებელია, ამ ყველაფრის დაორგანიზება. იმ დღეს, 26 მაისს და არ არის გადასადები. თუ ვატყობთ, რომ 26 მაისს ჩვენმა რადიკალიზაციამ შეიძლება, მსხვერპლი გამოიღოს და ამ მსხვერპლის გვეშინია ან მიგვაჩნია, რომ ეს მსხვერპლი არ ღირს ამ ეტაპზე, მიმაჩნია, რომ სხვას ვერ მოვუწოდებ, მსხვერპლად იქცეს, მაგრამ ჩვენ, ვისაც მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის და ყოფნა-არყოფნის ბედი წყდება, ამ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. მე არავის ვესვრი, მაგრამ სხვის ნასროლ ტყვიას არ დავემალები," - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
გედევან ფოფხაძის აღნიშნულ განცხადებას უკვე გაემიჯნა ოპოზიციის ნაწილი. "ერთობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრები აცხადებენ, რომ მსგავსი ქმედებები და რადიკალიზაცია თავიდან უნდა იქნეს არიდებული და 26 მაისს ოპოზიციის შეკრება უნდა იყოს 9 აპრილს ჩატარებული აქციის მსგავსი. მათი თქმით, საუბარი მსხვერპლზე მიუღებელია.
"ამ ქვეყანას ეს არაერთგზის სამწუხაროდ გავლილი აქვს, განსაკუთრებით 90-იან წელებში და არასდროს ეს ქვეყანა ამ რელსებზე არ უნდა დაბრუნდეს. იმ სიტყვის გამოყენებასაც კი მოვერიდებოდი, რომელიც მისი გამოყენებული იქნა. ამის გარეშეც ამ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება არის შესაძლებელი. შენობების ბლოკირება საერთოდ სხვა საკითხია, პარლამენტი არ მუშაობს და რა უნდა დავაპიკეტირო 26 მაისს?! - რომ გავალ 26 მაისს, რა არის დასაპიკეტირებელი, მითხრან ესეც. მნიშვნელოვანია, რომ რუსთაველის გამზირზე იდგეს ის ხალხი, ვისაც სჯერა ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის და თავისუფლების, ისევე, როგორც მოხდა, მაგალითად 9 აპრილს, როდესაც "ქართული ოცნება" ვერ მოვიდა 9 აპრილის მემორიალთან," - აღნიშნა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან სანიკიძემ.