1771677490
დღეს რომ მზია ამაღლობელი იხდის სასჯელს, გარდა მისი საქციელისა, მთავარი დამნაშავე არის ზოგიერთი ელჩი, სასამართლოში რომ ისხდნენ. ისინი, ვინც მას აგულიანებდნენ, რომ არ ეღიარებინა დანაშაული, არ წასულიყო საპროცესო შეთანხმებაზე - პაპუაშვილი
დღეს რომ მზია ამაღლობელი იხდის სასჯელს, ამაში გარდა მისი საქციელისა, მთავარი დამნაშავე არის მათ შორის, ზოგიერთი ელჩი, სასამართლოში რომ ისხდნენ, - ასე მიმართა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის დირექტორს, ნათია კუპრაშვილს მისი კითხვის პასუხად.
შალვა პაპუაშვილის თქმით, დამნაშავეები არიან ისინი, ვინც მას აგულიანებდნენ, რომ არ ეღიარებინა დანაშაული, არ წასულიყო საპროცესო შეთანხმებაზე.
„ის ელჩები, ვინც ისხდნენ იქ სასამართლოში რევიზორებად, ზუსტად მათ შეაგულიანეს. აგულიანებდნენ, რომ მაგრად დადექი, არ აღიარო დანაშაული და არ წახვიდე საპროცესო შეთანხმებაზე, რომელიც მას შესთავაზეს. მას რომ ეღიარებინა ის, რაც სულ ყველამ ვნახეთ, თქვენ რა არ ნახეთ ის, რომ პოლიციელს დაარტყა? ეს რომ ეღიარებინა, რომ ეთანამშრომლა, საპროცესო შეთანხმება იქნებოდა.
მაგალითს გეტყვით, საფრანგეთში მაკრონს ადამიანი თავს დაესხა, მანაც სილა გააწნა, მიუსაჯეს 18 თვე იმიტომ, რომ ითანამშრომლა, აღიარა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.












