22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
1771701644
აშშ-ში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც სასწრაფო დახმარების მანქანა გაიტაცა. ამის შესახებ წერს WSAW.
გამტაცებელი ბენჯამინ ფელცია. ის გაჩერებული სასწრაფო დახმარების ავტომობილის საჭესთან სრულიად შიშველი დაჯდა. ამ დროს მანქანის სალონში ორი მედიკოსი იმყოფებოდა და პაციენტს დახმარებას უწევდა. მედიკოსებმა გამტაცებლის შეჩერება სცადეს, თუმცა უშედეგოდ, საბოლოოდ, ისინი მანქანიდან ჩამოხტნენ და მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეს პოლიციას, რის შემდეგაც დევნა დაიწყო.
ფელცი ახერხებდა პოლიციის მანქანებისგან თავის დაღწევას და მათ მიერ მოწყობილი ბლოკირების თავიდან არიდებას. ამავე დროს სამართალდამცველები დრონით აკვირდებოდნენ ავტომობილს, რათა პაციენტის მდგომარეობა გაეკონტროლებინათ. საბოლოოდ მათ მოახერხეს შიშველი გამტაცებლის შეჩერება.
პაციენტი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. მისი მდგომარეობა სტაბილურია.