"პაატა ბურჭულაძეზე მაქვს განცდა, რომ "ანიტა 2"-ია , ისეთ სიგიჟეებს აფრქვევს, შეგზავნილი მგონია ხოლმე" - ზარქუა

ირაკლი ზარქუა

სულ მიჩ­ნდე­ბა გან­ცდა, რომ ის [პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე] „ანი­ტა 2-ია", იმი­ტომ, რომ ისეთ სი­გი­ჟე­ებს აფ­რქვევს ხოლ­მე, რომ მე პი­რა­დად მგო­ნია შეგ­ზავ­ნი­ლი, რომ და­შა­ლოს ის ხალ­ხი, ვინც იქ იკ­რი­ბე­ბა გარ­კვე­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის სა­ნაც­ვლოდ. ახლა ეში­ნი­ათ, რომ ემანდ, არ "ჩა­ა­ყუ­დონ", იმი­ტომ, რომ არის კა­ნო­ნი, არის სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ხელ­მწი­ფო, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის დი­ას­პო­რის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ყვე­ლამ უნდა იცო­დეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ხელ­მწი­ფოა, სა­დაც ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, ვინც კა­ნონს და­არ­ღვევს, პა­სუხს აგებს.
"ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტი კი­დევ უფრო მკაც­რია, "ფე­ის­ბუქ­ზე" რა­ღაც კო­მენ­ტა­რის გამო, ხალ­ხი თვე­ე­ბით და წლო­ბით ჩას­ვეს ცი­ხე­ში - ჩვენ ამას არ ვა­კე­თებთ, უფრო ლმო­ბი­ე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვართ, მაგ­რამ, დამ­ხო­ბის და კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გის დარ­ღვე­ვის­კენ მო­წო­დე­ბე­ბი თუ იქ­ნე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, ამა­ზე რე­ა­გი­რე­ბას მო­ახ­დენს კა­ნო­ნი და ახ­დენს კი­დეც. ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებ, მშვი­დო­ბი­ა­ნი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოა, ვი­საც უნდა, მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ვი­საც ბო­ი­კო­ტის რე­ჟი­მი უნდა, არის გა­მო­ყო­ფი­ლი ად­გი­ლი და რამ­დე­ნიც უნ­დათ იმ­დე­ნი ბო­ი­კო­ტი ჩა­უ­ტა­რონ ერ­თმა­ნეთს. რო­გორც კი ზედ­მეტს იკად­რე­ბენ, კა­ნო­ნი არის მკაც­რი და კა­ნო­ნის ძა­ლით ჩვენ ვი­მოქ­მე­დებთ. 

რი­გი­თი "ენ­ჯე­ოშ­ნი­კი" იქ­ნე­ბა თუ მდი­და­რი "ენ­ჯე­ოშ­ნი­კი", ვი­საც გა­და­უც­დე­ბა ფეხი, ყვე­ლას მი­ვაბ­რძა­ნებთ იქ, სა­დაც კა­ნო­ნის ძალა ითხოვს, ასე რომ, ფრთხი­ლად იყ­ვნენ. ჩვენ არა­ვის ვა­ში­ნებთ, არც ვე­მუქ­რე­ბით, უბ­რა­ლოდ, იცო­დეს ყვე­ლამ - ეს არის სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ხელ­მწი­ფო, კა­ნონს ვინც გა­და­ვა, ყვე­ლა პა­სუხს აგებს“, - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ.