"ბოლო დაბადების დღე და აუხდენლად დარჩენილი სურვილი..." - ზურა ბაკურაძე 46 წლის გახდებოდა
1734968444
რატომ გავანადგურებთ იმას, რასაც 32 წელია, სათუთად ვაშენებთ? – კითხვას საქართველოში შტატების საელჩო სვამს. ვებგვერდზე გავრცელებულ ტექსტში წერია, რომ დეზინფორმაციამ კვლავ იჩინა თავი.
"მეორე ფრონტთან“ დაკავშირებული ცრუ ბრალდებების გამო, ამ ზაფხულს შეერთებულმა შტატებმა "ღირსეული პარტნიორის" წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო.
სამწუხაროდ, დეზინფორმაციამ კვლავ იჩინა თავი, მათ შორის, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ხელმძღვანელი პოლიტიკური პირების გამოსვლებში. სიმართლე კი მარტივია: ძლიერ ქვეყნებს ძლიერი მოკავშირეები სჭირდებათ. "რატომ გავანადგურებთ იმას, რასაც 32 წელია, სათუთად ვაშენებთ?" – ვკითხულობთ ამერიკის საელჩოს განცხადებაში.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, მეგობარი და პარტნიორი ქვეყნისგან მომდინარე ორმაგი სტანდარტები და პირდაპირი ლობიზმი პრობლემებს ქმნის.
"უხერხულობას გვიქმნის ის ორმაგი სტანდარტი, ღია ლობიზმი და პირდაპირ ჩარევა იმ რიგი დაჯგუფებისგან, რომელსაც ვხედავთ კონგრესში თუ სენატში. კოლექტიური გიგაურების პატრონებისგან წინა საარჩევნოდ ჩარევა გვიქმნის უხერხულობას ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნისგან", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.