1745299467
ოპოზიცია მიიღებს თუ არა მონაწილეობას არჩევნებში, ეს ლეგიტიმაციის საკითხს ვერ შეცვლის, რადგან არჩევნებს ლეგიტიმაციას საზოგადოება ანიჭებს- ვახტანგ ჩოჩია

ხუთი თვე თვითმმართველობის არჩევნებამდე და საკითხი, რომელიც ამ დრომდე რჩება ოპოზიციაში განხეთქილების მიზეზად. ბარიერგადალახული ოპოზიციის ნაწილი მკაფიოდ აფიქსირებს, რომ ისინი არჩევნებში მონაწილეობას არც კი განიხილავენ. პარტიათა მეორე ნაწილი კი თემაზე მსჯელობას ნაადრევად მიიჩნევს - მათ შორის არის "ლელოც".
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ოპოზიცია საბოლოო პასუხს გარე ძალებისგან ელის.
"არჩევნების ლეგიტიმაციას ახდენს საზოგადოება. შესაბამისად, არჩევნები გაიმართება ლეგალურ პროცესში. ლეგალურობას ადგენს კანონი, ლეგიტიმაციას ანიჭებს ხალხი, შესაბამისად, ოპოზიცია მიიღებს თუ არა მონაწილეობას არჩევნებში, ეს ლეგიტიმაციის საკითხს ვერ შეცვლის. ჩვენ ვხედავთ, რომ თავად ოპოზიციაში არ არსებობს ერთიანი მიდგომა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, მიიღებენ თუ არა ისინი მონაწილეობას, ამასთან დაკავშირებით პასუხი მარტივია; რა დავალებასაც მიიღებენ უცხოეთიდან, იმის საფუძველზე იმოქმედებენ", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსი ვახტანგ ჩოჩია.