ოპოზიცია არჩევნებზე იმას იზამს, რასაც ეტყვიან თავიანთი პატრონები იმიტომ, რომ ეს არის აგენტის ბედი, რომ უნდა შეასრულოს თავისი პატრონის დავალებები. უნდა იკითხოს მხოლოდ და მხოლოდ რა ვადაში და რამდენად ეფექტურად - არჩილ გორდულაძე

არჩილ გორდულაძე

ოპოზიცია არჩევნებზე იმას იზამს, რასაც ეტყვიან თავიანთი პატრონები არაფრით მეტს და არაფრით ნაკლებს, იმიტომ, რომ ეს არის აგენტის ბედი, რომ უნდა შეასრულოს თავისი პატრონის დავალებები. უნდა იკითხოს მხოლოდ და მხოლოდ რა ვადაში და რამდენად ეფექტურად, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ თვითმმართელობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობასთან დაკავშირებით.

რამდენადაც ცნობილია, რადიკალური ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება, თუმცა ამ სამზადისს ამომრჩევლის დასაბნევად სხვადასხვა მიზეზით ნიღბავს. ხაზარაძე ჯაფარიძის „ლელო“ რეგიონებში პარტიულ შეკრებებს ატარებს. კოალიციის ახალი წევრების მობილიზება ამჯერად თელავში მოაწყვეს. მანამდე კი, პარტიული დამკვირვებლები ტრენინგებზე გადასამზადებლად დაიბარეს. „ლელოს“ წარმომადგენლები ქრონიკის კითხვებს გაურბიან.

არჩილ გორდულაძის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ვის შეხვებიან რადიკალები, ვინაიდან მათ ქართელი ხალხი არ ენდობა.

„ეფექტურად თავიანთ დავალებებს ვერ ასრულებენ იმიტომ, რომ ქართული ხალხი არის ამ აგენტურის წინააღმდეგ. ახლა ეს ადამიანები, რას იტყვიან, რას გააკეთებენ ამას აბსოლუტურად მნიშვნელობა არა აქვს და ვის შეხვდებიან კიდევ. ჩვენ, მაგალითად 2024 წელსაც კარგად ვხედავდით როგორ არ აწარმოებდნენ არავითარი წინასაარჩევნო კამპანიას. მხოლოდ და მხოლოდ მინდობილი იყვნენ გარე ჩარევებზე და გარედან შიდა საარჩევნო კამპანიის წარმოებაზე“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.