ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომას მხარი დაუჭირა

ვასლან ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ამავე ცნობით, ფარული კენჭისყრით, ბჟანიას გადადგომას მხარი 28-მა ე.წ. დეპუტატმა დაუჭირა, ერთმა ხმა წინააღმდეგ მისცა, ორი ბიულეტენი კი ბათილად ცნეს.

იქამდე ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ბჟანიამ "თანამდებობიდან" გადადგომაზე თანხმობა განაცხადა. შეთანხმების თანახმად, ამ პოსტზე მოვალეობას ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა შეასრულებს. თანამდებობას ასევე ტოვებს ე.წ. პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრე ანქვაბი და მის მოვალეობას ვალერი ბგანბა შეასრულებს.

ამასთან, შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აფხაზეთის ე.წ. სამთავრობო შენობები დღეს უნდა დატოვონ.

შეგახსენებთ, მხარეებს შორის დაპირისპირება რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო დაიწყო.