მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი რუსეთს გაყინული ფინანსური დახმარების გაცემის თხოვნით მიმართავს.
სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენელმა, ვალერი ბგანბამ განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობას ფინანსური დახმარების გაწევა სთხოვა, რომლის გაცემა 1-ლი სექტემბრიდან არის გაყინული სოხუმის მიერ მოსკოვის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი ამბობს, რომ თუ რუსეთი ფინანსურ დახმარებას არ განაახლებს, სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. სახელმწიფო მოხელეების ხელფასებისთვის ფულის მოძიება რთული იქნება.
2024 წლის 1-ლი სექტემბრიდან რუსეთმა აფხაზეთის ფინანსური და ეკონომიკური დახმარების ფარგლებში სოციალური გადასახადები შეაჩერა, რომლებიც გამოიყენებოდა მასწავლებლების, ექიმებისა და სამართალდამცავების დამატებითი ანაზღაურებისთვის.
ასევე, შემოდგომა – ზამთრის ენერგიის დეფიციტის დროს, ელექტროენერგიის მიწოდება ოკუპირებულ აფხაზეთში კომერციულ ფასად დაიწყო.
რუსული მედიის თანახმად, ეს ყველაფერი აფხაზური მხარის მიერ რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მოხდა.