“ასეთი ადამიანი არ უნდა გვტოვებდეს…” - ქართველ ჟურნალისტს გლოვობენ
1734931090
ის ნორმები, რომლის გამოყენებაც ახლა ხდება და, რომლის საფუძველზეც იყვნენ ცნობილი საარჩევნო ინტერესების მქონე სუბიექტებად, თავის დროზე თავად „საერთაშორისო გამჭვირვალობის“, საია-ს და სხვა არასამთავრობოების ინიცირებით აქვს პარლამენტს მიღებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი ის სტანდარტია, რომელიც სწორედ არასამთავრობოების ინიციატივა იყო.
„გუშინ რაც მოვისმინე „საერთაშორისო გამჭვირვალობისგან“ და მეორე ორგანიზაციისგან, ისინი ადასტურებენ, რომ წინასაარცევნო აგიტაციას ატარებენ. ისინი ამისთვის იყენებენ ფინანსურ რესურსებს, ჩანს კიდეც, რომ ამას ღიად აკეთებენ. ამიტომ, ანტიკორუფციულ ბიუროს როგორც ჩანს ამის მტკიცებულებები ჰქონდა. გუშინ ამ ბიუროს ხელმძღვანელმაც აღნიშნა, რომ ის ნორმები, რომლის საფუძველზეც იყო ცნობილი საარჩევნო ინტერესების მქონე სუბიექტებად, ეს ნორმები თავის დროზე თავად თავად „საერთაშორისო გამჭვირვალობის“, „საიას“ და სხვა არასამთავრობოების ინიცირებით აქვს პარლამენტს მიღებული. ეს ის სტანდარტია, რომელიც მათივე ინიციატივა იყო. ამ სტანდარტს უნდა დაექვემდებარონ. ყველა შეუძლია აწარმოოს წინასაარჩევნო კამპანია, უბრალოდ ეს თუ ეს აგიტაცია არის, მაშინ უნდა გაასაჯაროოს ამის ფინანსები. ეს არის ჩვეულებრივი რამ ნებისმიერ დემოკრატიაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, „აირჩიე ევროპა“ და მათი ხელმძღვანელები საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადდნენ და მათზე კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება.