ნინო წილოსანი: პარტიის აკრძალვის ძირითადი მიზეზი დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფაა და ექსტრემისტული იდეოლოგიის მხარდაჭერა

ნინო წილოსანი

აკრძალვის ძირითადი მიზეზი არის დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფა და ექსტრემისტული იდეოლოგიის მხარდაჭერა. გულდასაწყვეტია და ყველაზე მძიმე მისაღები ის არის, რომ ევროპის რიგი პოლიტიკოსები თუ სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფება „ნაციონალური მოძრაობის“ დასაცავად გამოდის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საერთაშორისო პრაქტიკაზე საუბრისას.

„პარტიების აკრძალვის საკმაოდ მდიდარი გამოცდილება აქვს ევროპის ქვეყნებს - მიმდინარე პროცესები საფრანგეთსა და გერმანიაში. მათ შორის, 2023 წელს საბერძნეთმა აკრძალა პარტია დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფის გამო. ამ კუთხით განსაკუთრებული ჩემპიონი უკრაინა და მოლდოვაა.

აკრძალვის ძირითადი მიზეზი არის დემოკრატიული პრინციპების უგულვებელყოფა და ექსტრემისტული იდეოლოგიის მხარდაჭრა. გულდასაწყვეტია და ყველაზე მძიმე მისაღები ის არის, რომ ევროპის რიგი პოლიტიკოსები თუ სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფება „ნაციონალური მოზრაობის“ დასაცავად გამოდიან. უსამართლო, ორმაგი სტანდარტის შემცველი თავდასხმებით, რა თქმა უნდა, უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ მფარველებად გვევლინებიან“, - აღნიშნა წილოსანმა.

პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საერთაშორისო პრაქტიკაზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ. საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულება და მათი მხრიდან წამოსული მწვავე კრიტიკა, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელია.