ნინო წილოსანი: ეს დღე ჩვენია - საქართველოს თითოეული მოქალაქის და ვულოცავ ყველას

წილოსანი

 წელს, როგორც არასდროს, დამოუკიდებლები და სუვერენულები ვზეიმობთ 26 მაისს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა. მან საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„იმ ურთულესი პერიოდისა და უმძიმესი ზეწოლების ფონზე, რაც ჩვენ გამოვიარეთ, მოვახერხეთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის ნებას ემორჩილება ხელისუფლება და საქართველოში არჩეული ლეგიტიმური მთავრობა. რა თქმა უნდა, ამის ფონზე განსაკუთრებულად ამაყები ვართ 26 მაისის აღნიშვნაში. ეს დღე ჩვენია - საქართველოს თითოეული მოქალაქის და ვულოცავ ყველას დღევანდელ დღეს“, - განაცხადა წილოსანმა.