1746938520
ნინო წილოსანი: ჩვენი რეიტინგები, ჩვენი მხარდამჭერების მობილიზაცია და მთლიანად ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია იმას ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ იქნება უპირობო ლიდერი თვითმმართველობის არჩევნებზე

„ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისთვის ემზადება. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის ნინო წილოსანის განცხადებით, რეიტინგები და მმართველი პარტიის მხარდამჭერების მობილიზება მომავალ გამარჯვებას ადასტურებს.
„როგორც პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ემზადება რიგი მეათე, საიუბილეო გამარჯვებისთვის. ჩვენი რეიტინგები, ჩვენი მხარდამჭერების მობილიზაცია და მთლიანად ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია იმას ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ იქნება უპირობო ლიდერი თვითმმართველობის არჩევნებზე და ჩვენ მზად ვართ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ არჩევნები, იყვნენ „ქართული ოცნების“ მერები და საკრებულოს უმრავლესობა არჩეული“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
„ქართული ოცნების“ ახალმა თავმჯდომარემ პარტიის მეცხრე ყრილობაზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მე-10 საიუბილეო გამარჯვებისთვის ემზადება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდი მოიგებს მერის და საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში.