„ნიჭიერის“ გამარჯვებული ცნობილია
1745352529
ალბათ რამდენი ათასია დახარჯული იმაში, რომ ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტის საწინააღმდეგო კამპანია აგორებულიყო, რამდენი ნეგატიური თუ უარყოფითი ენერგია არის მობილიზებული ამ აქტივისტებში და ვითომ პოლიტიკოსებში, თუმცა მოხარულები ვართ, რომ ფერიდუნ სინირლიოღლუ საქართველოშია,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.
„ალბათ რამდენი ათასია დახარჯული იმაში, რომ ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტის საწინააღმდეგო კამპანია აგორებულიყო, რამდენი ნეგატიური თუ უარყოფითი ენერგია არის მობილიზებული ამ აქტივისტებში და ვითომ პოლიტიკოსებში, რომ ეწერათ, ეპოსტათ, დაეკომენტარებინათ და გარკვეული ზეწოლა განეხორციელებინათ გენერალურ მდივანზე, რომ მას გაეუქმებინა ვიზიტი, თუმცა, რა თქმა უნდა, მოხარულები ვართ, რომ გენერალურ მდივანი საქართველოშია, აქვს უმაღლესი დონის შეხვედრები“, - განაცხადა წილოსანმა.
შიდა თუ გარე ძალების მცდელობის მიუხედავად, ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში შედგა. პოლიტიკოსები, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციას ჯერ კიდევ არჩევნების შეფასების გამო გაუბრაზდნენ, ახლა ვიზიტის მნიშვნელობას აკნინებენ.
„ნიჭიერის“ გამარჯვებული ცნობილია
1745352529
შუქი გაითიშება - ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი
1745354038
სეტყვა თბილისში - ნახეთ, კადრები
1745321635