16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
1752607860
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა საქართველოში ავსტრალიის თანამეგობრობის ელჩთან (რეზიდენციით ქალაქი ანკარა), მაილს არმითიჯთან, დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„შეხვედრაზე ნინო თანდილაშვილმა, კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე, გარემოსდაცვითი მიმართულებით ავსტრალიის გამოცდილების გაზიარების და ირიგაციის საკითხებზე თანამშრომლობის შესაძლებლობის საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ინტენსიურად გაგრძელდეს მუშაობა საქართველოს და ავსტრალიის თანამეგობრობას შორის თანამშრომლობის პოტენციალის გამოყენებისთვის.
მინისტრის მოადგილემ მაილს არმითიჯს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.