ნინო ფოჩხუა: მოვა დრო, როცა რობერტ ფიცოს მსგავსად სხვა ევროპარლამენტარებიც ალაპარაკდებიან და დაგმობენ იმ აჟიტირებულ, ფულზე გაყიდულ პარლამენტარებს, ვინც საქართველოსთან მიმართებით წითელი ხაზი გადალახა

ნინო ფოჩხუა

ადამიანი, რომელიც დღევანდელ ევროპარლამენტში, ასეთ განცხადებას გააკეთებს, უდიდეს პატივისცემას იმსახურებს. აი ეს არის ნამდვილი მეგობრობა და პარტნიორობა, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიუ კოშტასთან სატელეფონო საუბრისას გაჟღერებულ სიტყვებს, „ჩვენ მოვუწოდებთ, საქართველოში არსებული სიტუაცია ობიექტურად შეფასდეს. საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა სანქციების დაწესების გზით, ჩვენთვის წითელი ხაზია“.

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, მოვა დრო, როცა რობერტ ფიცოს მსგავსად სხვა ევროპარლამენტარებიც ალაპარაკდებიან და დაგმობენ იმ აჟიტირებულ, ფულზე გაყიდულ პარლამენტარებს ვინც საქართველოსთან მიმართებით წითელი ხაზი გადალახა. „ადამიანი, რომელიც დღევანდელ ევროპარლამენტში, ასეთ განცხადებას გააკეთებს, უდიდეს პატივისცემას იმსახურებს. აი ეს არის ნამდვილი მეგობრობა და პარტნიორობა. მოვა დრო, როცა რობერტ ფიცოს მსგავსად სხვა ევროპარლამენტარებიც ალაპარაკდებიან და დაგმობენ იმ აჟიტირებულ, ფულზე გაყიდულ პარლამენტარებს ვინც საქართველოსთან მიმართებით წითელი ხაზი გადალახა. არც ისე დიდი დროა დარჩენილი, მერე რა ეშველება აქაურ აგენტურას, ვის დავალებას შეასრულებს, ვინ გადმოურიცხავს ფულს, უფუნქციოდ რჩებიან, უსამსახუროდ, მათ ხომ არც პოლიტიკოსობა შეუძლიათ და არც პარლამენტარობა, პროფესიაც ალბათ დავიწყებული ექნებათ, ვერც ირბენენ ისე, როგორც ახლა დარბიან, ფულს არავინ მისცემს ქუჩა-ქუჩა სიარულში, არა და ივლიდნენ თუ გადაუხდიან“, - წერს ნინო ფოჩხუა.