1758188657
ნინო ფოჩხუა: გასაჯაროვდა მილიონიანი გარიგება „ნაცმოძრაობასა“ და ამერიკულ იურიდიულ კომპანიას შორის, რაშიც 360000 დოლარი გადაიხადა „ნაცმოძრაობამ“ - 13 წელია ამხელა ფულს ხარჯავს ლობიზმში, მაგრამ ხელისუფლებაში დაბრუნების მიზანს ვერ აღწევს, რატომ? იმიტომ რომ იტივტივონ პოლიტიკის ზედაპირზე

როგორც ყოველთვის, ახლაც გასაჯაროვდა მილიონიანი გარიგება „ნაცმოძრაობასა“ და ამერიკულ იურიდიულ კომპანიას შორის, რაშიც 360000 დოლარი გადაიხადა „ნაცმოძრაობამ“. ეს გარიგება კი სულ ახლახან გაფორმდა, 2025 წლის 7 ივლისს. მოვალეობები იგივე, რაც ადრე, დიპლომატიური მხარდაჭერა აშშ-ში და თავისუფალი არჩევნების უზრუნველყოფა, - ასე ეხმიანება ექსპერტი, ნინო ფოჩხუა FARA-ს მიერ გასაჯაროვებულ ინფორმაციას.
ფოჩხუას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანს წარმოადგენს, რომ იტივტივონ ქვეყნის პოლიტიკურ ზედაპირზე და დავალებების შესაბამისად უმტრონ საქართველოს.
„ როგორც ყოველთვის ახლაც გასაჯაროვდა მილიონიანი გარიგება ნაცმოძრაობასა და ამერიკულ იურიდიულ კომპანიას შორის, რაშიც 360000 დოლარი გადაიხადა ნაცმოძრაობამ. ეს გარიგება კი სულ ახლახან გაფორმდა, 2025 წლის 7 ივლისს. მოვალეობები იგივე, რაც ადრე, დიპლომატიური მხარდაჭერა აშშ-ში და თავისუფალი არჩევნების უზრუნველყოფა. ნაცმოძრაობა 13 წელია ამხელა ფულს ხარჯავს ლობიზმში, მაგრამ სანუკვარ მიზანს, ხელისუფლებაში დაბრუნების, ვერ აღწევს, ისმის კითხვა, მაშინ რატომ? იმიტომ რომ იტივტივონ პოლიტიკის ზედაპირზე, არ დაავიწყდეთ, თითქმის 1%-ზე დასულ მხარდამჭერებს და ვინაიდან აგენტობაზე აქვთ ხელი მოწერილი, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში უმტრონ საკუთარ ქვეყანას“,- წერს ნინო ფოჩხუა.