ნინო ფოჩხუა აშშ-ის ყოფილ ელჩზე: დანიგანს ან უჭირს ნათქვამის გაგება, ან მიზანმიმართულად ამბობს იმას, რასაც აჟღერებს, სირცხვილია ბიძინა ივანიშვილს დააბრალო საკუთარი კეთილდღეობის სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების უგულებელყოფა

ნინო ფოჩხუა

პენსიაში გასული ამერიკის ელჩის ბოლო გაფართხალებას ჰგავს მისი განცხადება, რომელიც რადიო "თავისუფლებამ" გამოაქვეყნა. ეს ის მედიაა, რომელიც აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ პროპაგანდის იარაღად გამოაცხადა და უნდობლობა გამოუცხადა,  - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა აშშ-ის ყოფილ ელჩ რობინ დანიგანთან დაკავშირებით.

იგი სიცრუეზე დაფუძნებულს უწოდებს ყოფილი ელჩის ინტერვიუს "რადიო თავისუფლებასთან" და ყურადღებას დანიგანის მიერ ბიძინა ივანიშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე ამახვილებს. როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, სირცხვილია, ბიძინა ივანიშვილს დააბრალო საკუთარი კეთილდღეობის სანაცვლოდ საქართველოს ინტერესების უგულებელყოფა და აღნიშნავს, რომ დანიგანი ან მიზანმიმართულად ამბობს სიცრუეს, ან არაპროფესიონალი თარჯიმანი ჰყავს.

"პენსიაში გასული ამერიკის ელჩის ბოლო გაფართხალებას ჰგავს მისი განცხადება, რომელიც "რადიო თავისუფლებამ" გამოაქვეყნა. ეს ის მედიაა, რომელიც აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ პროპაგანდის იარაღად გამოაცხადა და უნდობლობა გამოუცხადა. ამ ინტერვიუდან, რომელიც სიცრუეზეა დაფუძნებული, მხოლოდ ერთ ეპიზოდს შევეხები და რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეხება. ქალბატონი ელჩი ადანაშაულებს ივანიშვილს, რომ თითქოს ის საკუთარ ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს და მოჰყავს ციტატა ივანიშვილის მიერ ნათქვამი, სადაც იგი ამბობს, რომ სანქცირების პირობებში აზრი არ აქვს შეხვედრას, რომელიც ელჩმა შესთავაზა. დანიგანს ან უჭირს ნათქვამის გაგება ან მშვენივრად იგებს, მაგრამ მიზანმიმართულად ამბობს იმას, რასაც აჟღერებს ან თარჯიმანი ჰყავს არაპროფესიონალი და ვურჩევ გამოცვალოს. სირცხვილია ბიძინა ივანიშვილს დააბრალო საკუთარი კეთილდღეობის სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების უგულებელყოფა. გადახედონ მის ბიოგრაფიას და ის გასცემს პასუხს ყველა დაინტერესებულ პირს." - წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.